ფოთში „ხიბულას“ პრემიერა გაიმართა

ფოთში „ხიბულას“ პრემიერა გაიმართა

 ფოთში მხატვრული ფილმების „ხიბულასა“ და „გაღმა ნაპირის“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში, მწერალი გურამ ოდიშარია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, ქალაქის საზოგადოება და მოსწავლე-ახალგაზრდობა ესწრებოდა.  „ხიბულა“, რომლის პრემიერა თბილისში 2017 წლის ნოემბერში შედგა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს. მისი შექმნის ისტორიაზე დამსწრე საზოგადოებას თავად რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა უამბო.  ქართველებსა და აფხაზ ხალხს შორის დიალოგი და ისტორიული ურთიერთობების აღდგენა იყო დისკუსიის თემა, რომელიც მხატვრული ფილმის „გაღმა ნაპირის“ ჩვენების შემდეგ გაიმართა. მწერალმა გურამ ოდიშარიამ ფოთელ ახალგაზრდებს სახალხო დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

კომენტარები

Close
Close