ძვირფასო თანაქალაქელებო 13 თებერვალს ა(ა)იპ სახელოვნებო ცენტრის დარბაზში გაიმართება ქართული მხატვრული ფილმის ,,გაღმა ნაპირის " ჩვენება.

➡️ფილმი მოგვითხრობს 12 წლის ბიჭის შესახებ, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა თედოს წაართვა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ფილმი მოგვითხრობს თედოს მცდელობაზე, დაიბრუნოს იმედი და რწმენა საკუთარ თავში.

➡️დასასრულს საშუალება გეძლევათ შეხვდეთ ფილმის რეჟისორს გიორგი ოვაშვილსა და ცნობილ ქართველ მწერალს გურამ ოდიშარიას.

➡️გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, რომელსაც წარუძღვება ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი.

კომენტარები

Close
Close