ინტეგრირებული კონცერტი შშმპ დღის აღსანიშნავად

ინტეგრირებული კონცერტი შშმპ დღის აღსანიშნავად

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე, 3 დეკემბერი, ფოთში კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის, სახელოვნებო ცენტრის, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის და სტუდია „თეთრი თოლიას“ ერთობლივი ღონისძიებით აღინიშნა. კონცერტს ქალაქის საზოგადოებასთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ფოთის ვიცე-მერმა მამუკა პაპასკირმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა და ადგილობრივი ხელისუფლების სახელით თანადგომა გამოუცხადა მათ. ქალაქ ფოთის მერის გოჩა კურდღელიას პირადი ინიციატივით, კონცერტის დასასრულს მოწყობილ ლატარეაში, 15 ფულადი პრიზი გათამაშდა.მერის სახელით საჩუქრები გადაეცა ღონისძიების ყველა მონაწილეს. შშმ ბავშვთა დღის ცენტრში 22 ბენეფიციარი ირიცხება.

კომენტარები

Close
Close