არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის“ ინიციატივით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გამწვანების აქცია მოეწყო,რომელშიც ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილეებმა ,მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში , ნიკოლაძის სანაპიროზე 50 ძირი კიპარისის ხე და 35 ძირი მარადმწვანე ბუჩქი დაირგო.

„ფოთელი სტუდენტების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ტარდება.მინდა მადლობა ვუთხრა ამ ახალგაზრდებს . ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გვქონდეს გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი“-განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

კომენტარები

Close
Close