ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ მისი მოადგილეები-მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურია წარუდგინა.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში შევინარჩუნოთ თითოეული სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა მზადდება რესტრუქტურიზაცია, იქნება გუნდის გაფართოება და ეს მოხდება დაშვებული კანონმდებლობის ფარგლებში“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ფოთის ახალი ვიცე-მერი მამუკა პაპასკირი წლების განმავლობაში ქალაქის პროკურორად მუშაობდა, ამჟამად გახლდათ ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორის მოადგილე,ხოლო მერის მოადგილე ირაკლი თოფურია ბიზნეს სექტორში გახლდათ დაკავებული.

კომენტარები

Close
Close