მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მოეწყო ,რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო მასწავლებლებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

წარმატებული მასწავლებლები ფულადი პრემიითა და სიგელებით დააჯილდოვა „ნელი გეგეშიძის“ ფონდმა და „ეი პი ემ ტერმინალს“-მა. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ცნობილმა მომღერლებმა- თამრიკო ჭოხონელიძემ,ეკა კახიანმა და მაია ჯაბუამ პროფესიული დღე მასწავლებლებს თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს.

ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებების კოორდინაციის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარები

Close
Close