ფოთში

ფოთში "ფაზისობა 2017"აღინიშნა

ქალაქ ფოთში "ფაზისობა-2017" სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. ფოთის ცენტრალურ პარკში ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა საზეიმო ვითარებაში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები, ფოთის საჯარო სკოლების 2016 წლის კურსდამთავრებულები- ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები , თამაშში "ქალაქის საგანძური" და სხვადასხდვა შეჯიბრებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. სახალხო დღესასწაული ”ფაზისობა” და თამაში ”ქალაქის საგანძური” ფოთის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

Close
Close