ფოთის მერის ინიციატივით აქცია

ფოთის მერის ინიციატივით აქცია"სუფთა ქალაქი" გრძელდება

ფოთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია "სუფთა ქალაქი" გრძელდება,რომელიც ქალაქის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით იმართება. დასუფთავების აქციაში, ამჯერად , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების და სახელოვნებო ცენტრის თანამშრომლები ჩაერთნენ. აქციის მონაწილეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია) დაასუფთავეს. ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით , დასუფთავების აქცია ფოთში ყოველ შაბათს გრძელდება და იგი ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეწყობა.

კომენტარები

Close
Close