ფოთს ისრაელის დელეგაცია სტუმრობს

ფოთს ისრაელის დელეგაცია სტუმრობს

ქალაქში სტუმრად იმყოფება ფოთთან დამეგობრებული, ისრაელის ქალაქ კირიატ-იამის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან კირიატ-იამის ვიცე-მერი მორდი ფიზიცკი,ხაიფისა და ჩრდილოეთ ოლქის ქართულ - ებრაული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე, ფოთის საპატიო მოქალაქე -შოთა წვენიაშვილი, მსოფლიო ხალხთა ეროვნული და კლასიკური ცეკვების "ფესტივალ კარმიელის" საზოგადოების პრეზიდენტი-აჰარონ სოლომონი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. დამეგობრებული ქალაქის დელეგაცია ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ მიიღეს . შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას და მეგობრობის ტრადიციას. კირიატ-იამის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები. სპეციალურად დელეგაციის წევრებისთვის ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფაზისის“ შემოქმედებითი საღამო გაიმართა. დელეგაციის ჩამოსვლის მიზანი საერთაშორისო ,,ფესტივალ კარმიელში'' ანსაბლ „ფაზისის“ მიწვევაა,რომელიც ისრაელში აგვისტოში გაიმართება.

კომენტარები

Close
Close