ფოთის მერის ინიციატივით ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია ეწყობა

ფოთის მერის ინიციატივით ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია ეწყობა

ფოთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა,რომელიც ქალაქის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით მოეწყო. დასუთავების აქციაში, ამჯერად , შსს დაცვის პოლიციის ფოთის სამმართველოს თანამშრომლები ჩაერთნენ. აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია). ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით , დასუფთავების აქცია ქალაქში ყოველ შაბათს ეწყობა და ამ ინიციატივას მერიის სამსახურებთან ერთად სხვა უწყების წარმომადგენლებიც შემოურთდნენ.

კომენტარები

Close
Close