ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა

ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა

10 დეკემბერს დასრულდა ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი,რომელშიც 300 მოჭადრაკე ასპარეზობდა. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი ჩატარდა. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები და გუნდები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, თასებით და დიპლომებით. ფესტივალის საზეიმო დახურვას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, ჯემალ თოფურიას ოჯახის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალი, წელს , მე-7 გაიმართა და იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის და ფოთის საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

Close
Close