მალთაყვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

მალთაყვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

მალთაყვაში, ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება,რომლისთვისაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გამოყოფილია 4 მილიონ 180 ათასი ლარი. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყო შიდა მომსახურების გზა . ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკანალიზაციო კომუნიკაციების, ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. . პროექტის სრული ღირებულება 18 მილიონ 507 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პირამიდა f r''-ის ფილიალი ახორციელებს. საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 4 მილიონ 180 ათასი ლარიდან, 2015 წელს მილიონ 500 ათასი ლარი იქნა ათვისებული, 2016 წელს კი 2 მილიონ 680 ლარის სამუშაოები ხორციელდება.

კომენტარები

Close
Close