ქალაქის მერი წარმატებულ სპორტსმენს ნიკო კუციას შეხვდა

ქალაქის მერი წარმატებულ სპორტსმენს ნიკო კუციას შეხვდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია წარმატებულ სპორტსმენს ნიკოლოზ კუციას შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. მიმდინარე წლის 11-13 ნოემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში, სადაც წარმატებით იასპარეზა ნიკოლოზ კუციამ, რომელმაც 82 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა II საპრიზო ადგილი. მუნიციპალიტეტმა ფოთელ ფალავანს ფულადი ჯილდო 1500 ლარი, ხოლო მის მწვრთნელს, ზურაბ ტუღუშს 750 ლარის ოდენობით გადასცა.

კომენტარები

Close
Close