გინესის რეკორდსმენმა ფოთში ახალი რეკორდის ჩატარების სურვილი გამოთქვა

გინესის რეკორდსმენმა ფოთში ახალი რეკორდის ჩატარების სურვილი გამოთქვა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე მსოფლიოს (გინესის) მრავალგზის რეკორდსმენს, საქართველოს ჩემპიონს მძლეოსნურ კროსში გოდერძი მახარაძეს შეხვდა. საუბარი სპორტსმენის მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებს ეხებოდა. სპორტსმენმა ფოთში ახალი რეკორდის ჩატარების სურვილი გამოთქვა. გოდერძი მახარაძეს სულ 44 რეკორდი აქვს დამყარებული . მათ შორის პირველი 1996 წელს, თბილისის ეროვნულ სტადიონზე დაამყარა, სადაც თავით 64 000-ჯერ აკენწლა ბურთი. სპორტსმენმა ბოლო რეკორდი 2016 წელს ქალაქ ოზურგეთში დაამყარა, სადაც 8 წუთსა და 21 წამში თავით აკენწლა ბურთი 150 ბრუნით. გოდერძი მახარაძე ღირსების ორდენის კავალერი, ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი, სხვა მრავალი ტიტულისა და ჯილდოს მფლობელი გახლავთ.

კომენტარები

Close
Close