ვოკალური ანსამბლი ,,ფაზისი’’-ს შემოქმედებითი საღამო

ვოკალური ანსამბლი ,,ფაზისი’’-ს შემოქმედებითი საღამო

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის დარბაზში ვოკალური ანსამბლი ,,ფაზისი’’-ს შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ფოლკლორული ანსამბლი "ფაზისი" ქალაქში 41 წლის წინ, 1975 წელს დაარსდა და დღემდე ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა. შემოქმედებით საღამოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

Close
Close