ქალაქ ფოთის სალოტბარო სკოლის გუნდმა ‘’კოლხები’’ გრანპრი მოიპოვა

ქალაქ ფოთის სალოტბარო სკოლის გუნდმა ‘’კოლხები’’ გრანპრი მოიპოვა

19 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, აჭარის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა ფესტივალ-კონკურსი სადაც 35 კოლექტივი ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის ქალაქ ფოთის სალოტბარო სკოლის გუნდი ‘’კოლხები’’.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ ფესტივალ-კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის ქალაქ ფოთის სალოტბარო სკოლის გუნდი ,,კოლხები’’ დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა.

სალოტბარო სკოლის გუნდმა ‘’კოლხები’’ საზეიმოდ გახსნა ფესტივალი მეგრული ჰიმნით ‘’კუჩხი ბედინერი’’, ხოლო მეორე ურთულესი ნაწარმოები გურული ‘’ფუნდრუკი’’ შეასრულა.
გუნდს ფესტივალ-კონკურსზე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიენიჭა გრანპრი, ხოლო ხელმძღვანელი იროდი ტიკარაძე აჭარის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
ქალაქ ფოთის სალოტბარო სკოლა ლოტბარ იროდი ტიკარაძის ხელმძღვანელობით მეორე წელია რაც არსებობს ჩვენს ქალაქში.

კომენტარები

Close
Close