უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფოთში

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფოთში

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ქალაქ ფოთში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა როგორც დევნილი ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის. 
სამედიცინო გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია ესწრებოდნენ.
აქციაში სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. დევნილ მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,ენდოკრინოლოგი, უროლოგი,ულტრასონოგრაფიის აპარატით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი.

კომენტარები

Close
Close