უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფოთში

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფოთში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ფოთში, მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება როგორც დევნილი ასევე ადგილობრივ მოსახლეობისათვის.

კონსულტაციები და გამოკვლევები, რომელსაც 14 კვალიფიციური სპეციალისტი ჩაატარებს (ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ონკოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი, ქირურგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ეკგ, ექოსკოპისტი) 26 ნოემბერს, 13:00 საათზე დაიწყება და  20:00 საათამდე გაგრძელდება.

მისამართი: ქალაქ ფოთი, ახალი რაიონი, აფხაზეთის ქუჩა #6.

კომენტარები

Close
Close