ახალი რაიონის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება

ახალი რაიონის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება

ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი’’-ს აღმასრულებელ დირექტორს ბატონ ნუკრი მილორავას შეხვდნენ. პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის შედეგად, დევნილთა ხელშეწყობის მიზნით , ქალაქ ფოთში, ახალი რაიონის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, რომელიც გათვლილი იქნება როგორც იძულებით გადაადგილებული, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

შეხვედრისას ისაუბრეს ასევე არაფორმალური განათლების ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სასკოლოდ მოამზადებს.აღნიშნული ჰუმანიტარული ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით,საქართველოს მასშტაბით დევნილთა ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.

კომენტარები

Close
Close