ქალაქში აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქში აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ძლიერი ქარის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა , 17-ამდე საცხოვრებელი სახლის, 5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისა და N1 საჯარო სკოლის სახურავი. მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ქალაქის მთელ პერიმეტრზე აწარმოებენ მონიტორინგს. მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მიმდინარეობს შეტყობინებების მიღება და მობილური ჯგუფების ადგილზე გაგზავნა. შპს ‘’ინფრასტრუქტურა 2008’’-სა და მერიის ინფრასტუქტურის სამსახურის მიერ ორი დღეა მიმდინარეობს აღდგენითი და დასუფთევების სამუშაოები. დაზიანებული ხეებისგან გაიწმინდა ქუჩები და ცენტრალური პარკის ტერიტორია. ამ დროისათვის ქალაქში ელექტრო ენერგიის მიწოდება სრულად არის აღდგენილი. სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს და ზუსტი ციფრი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

Close
Close