ძლიერი ქარი ფოთში

ძლიერი ქარი ფოთში

ძლიერმა ქარმა ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების სახურავები დააზიანა.მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები. მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილური ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მთელ პერიმეტრზე საკონტროლო მონიტორინგს აწარმოებენ. ხორციელდება ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს. "ენერგო -პრო ჯორჯიას " ინფორმაციით, მობილური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენრგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება. დაზიანებული ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს. მოგიწოდებთ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ ცხელ ხაზზე 0493 22 12 95.

კომენტარები

Close
Close