სპექტაკლი ,,ვეფხისტყაოსანი' ფოთის თეატრში

სპექტაკლი ,,ვეფხისტყაოსანი' ფოთის თეატრში

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქველმოქმედო სპექტაკლი, ლიტერატურულ მხატვრული კომპოზიცია: შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი'' წარმოადგინა. სპექტაკლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს თანადგომით გაიმართა. ლიტერატურულ მხატვრულმა კომპოზიციამ, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

კომენტარები

Close
Close