რადარამის ნათარგმნი ახალი წიგნის ,,ნავთობი და თაფლი' პრეზენტაცია

რადარამის ნათარგმნი ახალი წიგნის ,,ნავთობი და თაფლი' პრეზენტაცია

ფოთის, საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია რადარამის მიერ ახალი წიგნის ბილ მაკკიბენის ,, ნავთობი და თაფლი: ანუ როგორ გავხდი აქტივისტი ჩემდა უნებურად'' პრეზენტაცია გაიმართა. რადარამი საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ქართველი მკითხველის საერთაშორისო საკითხებზე მიმდინარე დებატებში ჩაბმა და მკითხველებს შორის დიალოგის ხელშეწყობაა. რადარამი ქართულად თარგმნის და გადმოსცემს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, სხვადასხვა ენაზე დაწერილ არამხატვრულ ლიტერატურას. რადარამმა 2012 წლიდან უკვე 16 ასეთი ბესთსელერის თარგმანი გამოსცა. წიგნის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ზემოთხსენებული წიგნი ითარგმნა და გამოიცა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ფინანსური მახარდაჭერით.

კომენტარები

Close
Close