შვედეთის დელეგაცია ქალაქ ფოთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

შვედეთის დელეგაცია ქალაქ ფოთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე -მერი ლევან ჩოჩია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ფოთში, სამუშაო ვიზიტით მყოფ შვედეთის დელეგაციის წევრებს, საერთაშორისო კოორდინატორს სტეფან ედელსვარდს და შინმოვლისა და უნარშეზღუდულ ბავშვთა ცენტრის მენეჯერს ჯესიკა ჰელმეფორს შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებთან შეხვედრისას არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ საკითხებზე გამახვილდა. 2007 წლიდან შვედეთის სამეფოს, ქალაქ ოსტამარის მუნიციპალიტეტისა და SIDA-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით ქალაქ ფოთში არაერთი პროექტი განხორციელდა წარმატებით. 2017 წელს ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის 10 წლის იუბილე აღინიშნება.

კომენტარები

Close
Close