დელეგაცია პოლონეთის ქალაქ სუვალკიდან

დელეგაცია პოლონეთის ქალაქ სუვალკიდან

ფოთი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ფაზისი-ფესტი“-ს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია პოლონეთის ქალაქ სუვალკიდან ჩამობრძანებულ დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ქალაქის ისტორიაზე, დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფოთში ტურისტული ბიზნესის განვითარების რეალურ პერსპექტივაზე და შიდა ეკონომიკის განვითარების ძირითად პრიორიტეტებზე. ქალაქ სუვალკის ვიცე-მერი ევა ბიატა სიდორეკი, საკრებულოს წევრი ანდრეი ტუროვსკი და კულტურის ცენტრის დირექტორი ბოჟენა კამინსკა ფოთში რამდენიმე დღე დარჩებიან. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ფაზის-ფესტი" 5 -დან 8 ნოემბრის ჩათვლით ქალაქ ფოთის ვალერიან გუნია სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.

კომენტარები

Close
Close