ფოთში

ფოთში "ლაზიკა მედი" გაიხსნა

ფოთში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება „ლაზიკამედი“ გაიხსნა,რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. კლინიკაში იფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც ყველა ტიპის ანალიზის გაკეთება უახლესი ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი. მაღალკვალიფიციური ექიმები პაციენტებს კარდიოლოგიურ, ნევროლოგიურ,გინეკოლოგიურ, სხივურ დიაგნოსტიკას, მაღალტექნოლოგიური ულტრაბგერით გამოკვლევას და სხვა სახის მომსახურეობას სთავაზობს. ყოველ შაბათ-კვირას პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევენ თბილისიდან მოწვეული ექიმი-სპეციალისტები.

კომენტარები

Close
Close