,,არიკ ჯგუფი” ფოთში ინვესტიციას დებს

,,არიკ ჯგუფი” ფოთში ინვესტიციას დებს

ქალაქ ფოთში,მალთაყვის სანაპირო ზოლზე ,,არიკ ჯგუფი”ხუთვასკვლავიან სასტუმროს ააშენებს. „არიკ ჯგუფის“ პრეზიდენტი აფრაზ რავარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად,, ქალაქის მერს ირაკლი კაკულიას,საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურიას , სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსს გოჩა კანკავას შეხვდა და ფოთში განსახორციელებელი პროექტის შესახებ დეტალურად ესაუბრა. ირანულ-ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები ფოთში ხუთვარსკვალიანი სასტუმროს აშენებას მალთაყვის სანაპირო ზოლზე გეგმავენ.ამავდროულად ინვესტორები რეგიონში მოცვის მოყვანას და გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას აპირებენ.„ჩვენ გვაქვს საქართველოში მოღვაწეობის გამოცდილება, კერძოდ კახეთში 2500 ჰექტარზე გვაქვს ინვესტიცია განხორციელებული. ეს არის ინდუსტრიულ-ტურისტული პროექტი. ჩვენ დიდი ხანი ვსმჯელობთ, მსგავს საკითხებზე ბატონ გუბერნატორტან და საქართველოს მთავრობასთან. მათთან გავიარეთ საკითხები, რისი ფინალიც არის ის მემორანდუმი, რასაც ხელი მოვაწერეთ გუბერნატორთან. ძირითადი მიმართულებები რაც ჩვენ გამოვყავით ეს არის აგროსექტორი და ტურიზმი. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი პროექტი იქნება წარმატებული და უახლოეს ვადებში დასრულდება. ამ პროექტების გარშემო გაერთიანდება უამრავი ადამიანი და გამოუშვებს იმ პროდუქტს რასაც ჩვენ ვგეგმავთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ აგროკულტურაში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით გავუმასპინძლდეთ ტურისტებს. რაც შეეხება დასაქმებას, ჩვენ ვაპირებთ ანალოგიურად როგორც კახეთში, დავასაქმოთ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა“ - განაცხადა „არიკ ჯგუფის“ პრეზიდენტმა აფრაზ რავარიმ. შეგახსენებთ,რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსა და კომპანიის პრეზიდენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დაახლოებით ერთი თვის წინ მოეწერა. „ეს მემორანდუმი არის ძალიან დიდი მშენებლობების დასაწყისის წინაპირობა, ინვესტორი ძალიან მალე დაიწყებს უშუალოდ მშენებლობის პროცესს. ჩვენ ერთად გვექნება პრეზენტაცია და საზოგადოებას გავაცნობთ თუ რას გეგმავს „არიკ ჯგუფი“ ჩვენს რეგიონში. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ინვესტიციების შემოსვლას“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა.

კომენტარები

Close
Close