ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო დღეების დახურვა

ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო დღეების დახურვა

კოლხური კულტურის მუზეუმში უდიდესი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 173 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფოტოგამოფენა „ქალაქური ფოტოამბები“ მოეწყო, რომელიც ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

კვირეულის ფარგლებში მუზეუმში გამოიფინა საქართველოს ეროვნული არქივის,კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კოლხური კულტურის მუზეუმისა და დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ–მუზეუმის უნიკალური საარქივო ექსპონატები.

ასევე , მოეწყო სამეცნიერო კონფერენციები. საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ესეების, ჩანახატებისა და ნახატების კონკურსი-,,ექსპონატები მოგვითხრობენ'' ჩატარდა. ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 173 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები 17 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა ფოტოგამოფენით ,,ქალაქური ფოტოამბები''.

კომენტარები

Close
Close