ნიკოლაძის დღეები 2016

ნიკოლაძის დღეები 2016

კოლხური კულტურის მუზეუმში უდიდესი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 173 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღეები იმართება, სადაც გამოფენილია საქართველოს ეროვნული არქივის,კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კოლხური კულტურის მუზეუმისა და დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ–მუზეუმის უნიკალური საარქივო ექსპონატები.

კვირეულის ფარგლებში ეწყობა სამეცნიერო კონფერენციები. საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ესეების, ჩანახატებისა და ნახატების კონკურსი-,,ექსპონატები მოგვითხრობენ'' ტარდება. ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 173 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები 17 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება ფოტოგამოფენით ,,ქალაქური ფოტოამბები'' ,ასევე მოეწყობა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება. 

აქვე,დეტალურად გთავაზობთ ნიკოლაძიის დღეების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების ნუსხას: 17 სექტემბეი კოლხური კულტურის მუზეუმი 14:00 სთ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში რეაბილიტირებული საგამოფენო სივრცის გახსნა გამოფენებით: ფოთი საქართველოს უძველესი სანავსადგურო ქალაქი; ნიკო ნიკოლაძე ქართული ბონისტიკის სათავეებთან -120 წელი; ნიკო ნიკოლაძე და ევროპული ტექნოლოგიები-დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ექსპონატები. 15:00სთ სამეცნიერო კონფერენცია 18 სექტემბერი კოლხური კულტურის მუზეუმი 17 :00 სთ საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ესეების, ჩანახატებისა და ნახატების კონკურსი-,,ექსპონატები მოგვითხრობენ''. 20 სექტემბერი კოლხური კულტურის მუზეუმი 15:30 სთ საქართველოს ეროვნული არქივის პროექტი- ,,მზერა წარსულიდან''. ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების, დავით გურამიშვილისა და ვახტანგ ღამბაშიძის კოლექციიდან წარმოდგენილი უნიკალური ფოტოების გამოფენა. 24 სექტემბერი ჰიდროგრაფიის სამსახური 15:00 სთ ფოტოგამოფენა ,,უცნობი ნიკო ნიკოლაძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივიდან''. 15:30 სთ მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსი- ,,წერილი ქალაქის თავს''. 26 სექტემბერი ცენტრალური ბიბლიოთეკა 15:00 სთ ლექცია-დისკუსია: ,,ნიკო ნიკოლაძე-XXI საუკუნის მოაზროვნე'', ,,ნიკო ნიკოლაძე ქართული დემოკრატიის სათავეებთან''. 15:30 სთ გამოფენა-ნიკო ნიკოლაძე ,,ულმობელი საქმის კაცი''. 27 სექტემბერი კოლხური კულტურის მუზეუმი 16:00 სთ ფოტოგამოფენა- ,,ქალაქური ფოტოამბები'' , ღონისძიების დახურვა, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

კომენტარები

Close
Close