საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს ფოთის ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 
ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკრებულოს წევრ ქალბატონ მაია ჩხარტიშვილთან ერთად მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ფოთში სულ 11 საჯარო და 3 კერძო სკოლაა. წელს ფოთის საჯარო სკოლებში 570 პირველკლასელი მივიდა.განათლების სამინისტრომ წელსაც ტრადიცია არ დაარღვია და 570-ვე პირველკლასელს საჩუქრად განახლებული პორტაბელური კომპიუტერი – ბუკი და ახალი სასწავლო სახელმძღვანელოები გადასცა.
ფოთის საჯარო სკოლებში დაახლოებით 5600-მდე მოსწავლე სწავლობს.

კომენტარები

Close
Close