ფოთში ,,ფაზისობა 2016 “ აღინიშნა

ფოთში ,,ფაზისობა 2016 “ აღინიშნა

ფოთში სახალხო დღსასწაული ,,ფაზისობა 2016“-ის აღნიშვნა აღმაშენებლის ხიდის მოხატვით დაიწყო. ფოთელმა მხატვრებმა,მოხალისეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიმბოლურად შუქურა დახატეს. 

ქალაქის ცეტრში დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის კულტურული, შემეცნებითი და ისტორიული ღონისძიებები გაიმართა. 

,,ფაზისობა 2016“ ოფიციალურად თეატრის ფოიეში გაიხსნა, სადაც საპატიო მოქალაქისწოდება მიენიჭა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს. აქვე მოეწყო ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ახალგაზრდა შემოქმედთა ნაწარმოების წარდგენა და ბალეტის „მედეას სიზმარი“ ვიდეოჩვენება. ფოთის ცენტრალურ პარკში ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.ცენტრალური პარკის სცენაზე თანამედროვე მუსიკისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა . ასევე, მოეწყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის გამოფენა. 

ღონიძიებების პარალელურად ცენტრალურ პარკში ნარდის მინი ჩემპიონატი, ველორბოლა და სპორტული ესტაფეტა ჩატარდა , სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. გამარჯვებული მოხალისეები ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტისა და ჯგუფი „ბანის“ გრანდიოზული კონცერტით დასრულდა. ,,ფაზისობის“ დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩატარდა .

კომენტარები

Close
Close