შეხვედრა ფოთის თეატრის დასთან

შეხვედრა ფოთის თეატრის დასთან

ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგია ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეატრის დასს შეხვდნენ. მერის მოადგილემ თეატრის შენობა დაათვალიერა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. დასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო, როგორც ინფრასტრუქტურის პრობლემას, ისე მაყურებლის მოზიდვისა და ზაფხულში თეატრალური ფესტივალისათვის მზადების საკითხებს. „ მადლობა გადმოდგმული ნაბიჯისათვის“_პროფესიული თეატრის მსახიობებმა და სხვა მუშაკებმა მერის მოადგილეს მადლობა გადაუხადეს შეხვდერისა და გულწრფელი საუბრისათვის.

კომენტარები

Close
Close