ინფექციურ დაავადებათა სკრინინგის პროგრამა იწყება

ინფექციურ დაავადებათა სკრინინგის პროგრამა იწყება

 ფოთში ტუბრკულოზის, შიდსისა და c ჰეპატიტის გამოვლენისა და სკრინინგის პილოტური პროგრამის განხორციელება იწყება. ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროგრამის - ,,ტუპერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პატრნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში’’ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელებმა ბექა იოსელიანმა და უკა კილაძემ პროექტის მიზნებზე ისაუბრეს. შეხვედრას მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“-ს ხელმძღვანელი ნანა მხეიძე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ▶️ ქალაქ ფოთის მერის გოჩა კურდღელიას გადაწყვეტილებით, პროგრამის განხორციელებას ადგილობრივი ბიუჯეტი უზრუნველყოფს.

კომენტარები

Close
Close