გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შუამდგომლობის თხოვნით ფოთელმა მეთევზეებმა მერიას მომართეს. ისინი თევზჭერის ნებართვაში დასაშვები ნორმის გაზრდას ითხოვენ. თევზსაჭერი სეინერების მეპატრონეებს მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურია შეხვდნენ და კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, საკითხის დროულ მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

კომენტარები

Close
Close