ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია იწყება

ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია იწყება

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ფოთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხაიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია იმყოფებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან და სპეციალისტებთან ერთად ჰიდროკვანძი დაათვალიერეს და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განიხილეს. ▶️ „ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია იყო ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება და ის სრულდება. მთავარია რომ ფოთს დატბორვის საშიშროება არ დაემუქრება“- განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ. ▶️ პროექტის ფარგლებში ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, ასევე, გარემონტდება წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები. პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო სამუშაოს გაწევას, რათა მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს წყლის მაქსიმალური მოცულობის გასატარებლად. ▶️ მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

Close
Close