მამუკა პაპასკირი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

მამუკა პაპასკირი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ფოთის მერის პირველი მოადგილე მამუკა პაპასკირი ქალაქში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს , # 1 პოლიკლინიკის, ტუბდისპანსერის, „ლაზიკამედის“ „იკამედი ფოთის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ უფასო კონსულტაციებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხი განიხილეს. ქალაქში წარმატებით ხორციელდება ჯანდაცვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები. მუნიციპალიტეტის მერია ინიციატივით გამოდის, მოსახლეობის მოთხოვნათა შესწავლის საფუძველზე, ვიწრო სპეციალობის მიხედვით მოხდეს დამატებითი კონსულტაციების ჩატარება.

კომენტარები

Close
Close