მერის მოადგილის ვიზიტი საზოგადოებრივ კოლეჯ „ ფაზისში“

მერის მოადგილის ვიზიტი საზოგადოებრივ კოლეჯ „ ფაზისში“

ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისს“ ეწვია. კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ სასწავლო პროგრამებზე, პროფესიული გადამზადების კურსებზე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე და დასაქმების ბაზრის კვლევებზე ისაუბრა. პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მხარდაჭერით, კოლეჯში ინერგება ახალი პროფესიული პროგრამები. თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამუშავების სწავლებასთან დაკვშირებით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გრანტით, სასწავლებელში სპეციალური სასწავლო ლაბორატორია იხსნება. კოლეჯის პედაგოგებმა გადამზადების კურსი ფინეთში გაიარეს. ამ ეტაპზე კოლეჯში 300 -მდე სტუდენტია. ისინი სხვადასხვა მოთხოვნად პროფესიებთან ერთად უცხო ენებს და საჭირო დისციპლინებს ეუფლებიან. 2005 წლიდან დღემდე, კი მოკლე ვადიანი გადამზადების კურსები 5000- მდე ადამიანმა გაიარა. გიორგი ფარეშიშვილმა ინოვაციური ტექნოლოგიების, კერვის, შედუღების, ძრავ-შემკეთებლის, ფაბ-ლაბი, სტილისტის და სხვა პროფილის ლაბორატორია და სასწავლო ოთახები დაათვალიერა. მისი თქმით, პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიაა. მან მაღალი შეფასება მისცა კოლეჯში არსებულ სასწავლო პროცესს და შთაბეჭდილებების წიგნშიც გააკეთა ჩანაწერი.

კომენტარები

Close
Close