ფოთი ფესტივალების ქალაქად უნდა იქცეს

ფოთი ფესტივალების ქალაქად უნდა იქცეს

" ფოთს აქვს მაღალი დონისა და ტრადიციების მქონე მუსიკალური სასწავლებლები და საკმაოდ კარგი ბაზა, რომ ქალაქმა კლასიკური მუსიკის ღონისძიებები ჩაატაროს და მასშტაბური საღამოებისა და ფესტივალების მასპინძელიც გახდეს“ - განაცხადა ქალაქის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელში სტუმრობისას. მერის მოადგილემ სასწავლებლის ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო. მან სასწავლებლის ხელმძღვანელთან ლია ეჯიბიასთან ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრასა და მიმდინარე წლის ამოცანებზე ისაუბრა.

კომენტარები

Close
Close