2017 წლის საფეხბურთო სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოება

2017 წლის საფეხბურთო სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოება

 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის 2017 წლის სეზონში გამარჯვებული საბავშვო საფეხბურთო გუნდებისა და ნორჩი ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 2017 წლის გათამაშებაში, ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდებმა I საპრიზო ადგილი დაიკავეს, 11 და 13 წლიან ასაკობრივ ჯგუფში. (მწვრთნელები: U 11 _ზურაბ გვალია, ანატოლი კაჭარავა; U13_ აკაკი ლომინაშვილი, ნუგზარ ცაავა.) II საპრიზო ადგილები ფოთელებმა 12 და 14 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში მოიპოვეს.(მწვრთნელები :U 12_ ზურაბ თოფურია, ნუგზარ ლემონჯავა; U 14_ გიორგი ჭედია, ზვიად ნოდია) 2007 წელს დაბადებულმა ფოთელმა ფეხბურთელებმა კი გათამაშებაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს. (მწვრთნელები: მამუკა ბაჯალაძე, გიორგი ჭანტურია, ალექსანდრე ეფრემიძე.) 2017 წლის გათამაშების ჩემპიონებსა და პრიზიორებს გამარჯვება მიულოცა ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთელთა მწვრთნელებსა და მშობლებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისათვის. გამარჯვებულ გუნდებს თასები, ხოლო ნორჩ სპორტსმენებს სიგელები და მედლები გადაეცათ.

კომენტარები

Close
Close