მერის მოადგილეებმა ბავშვთა ცენტრი მოინახულეს

მერის მოადგილეებმა ბავშვთა ცენტრი მოინახულეს

ქალაქ ფოთის მერის მოადგილეებმა მამუკა პაპასკირმა და გიორგი ფარეშიშვილმა ფოთის ბავშვთა ცენტრი მოინახულეს. დაწესებულებაში არსებულ პირობებს ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკთან, ირინა ეფრემიძესთან, ერთად გაეცნენ. ფოთში სოციალურად შეჭირვებული და დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის ბავშვთა ცენტრი 1999 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც დღესდღეობით 8 ბავშვი ირიცხება. მათ აქ საუკეთესო საცხოვრებელ პირობები და სწავლა-განვითარებისათვის შექმნილი გარემო აქვთ, ყავთ აღმზრდელები, სასკოლო საგნებში დამხმარე პედაგოგები. ბავშვთა ცენტრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, არაერთი პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერ.

კომენტარები

Close
Close