მერის მოადგილე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს ეწვია

მერის მოადგილე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს ეწვია

 2018 წელს ფოთის სკოლამდელი აღზრდის 5 დაწესებულების გაზიფიკაცია იგეგმება. მიმდინარე წელს ბაღების მასწავლებლებს პადაგოგის სტატუსი მიენიჭებათ. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ამასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების გატარებას გეგმავს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელთან, მარგო ჯანიაშვილთან, ერთად საბავშვო ბაღებს ეწვია და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. გიორგი ფარეშიშვილი ქალაქ ფოთის # 1, 6, 7, 9,13 სკოლამდელ დაწესებულებებში სამუშაო პირობებით, გათბობის , სანიტარული ნორმების დაცვის, კვების რაციონის, სასწავლო პროცესით და სხვა საკითხებით დაინტერესდა.

კომენტარები

Close
Close