გიორგი ფარეშიშვილი კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებს სტუმრობდა

გიორგი ფარეშიშვილი კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებს სტუმრობდა

ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად, აგრძელებს კულტურისა და სპორტულ გაერთიანებებში შემავალი სკოლებისა და სხვა დაწესებულებების მონახულებას. ამჯერად მერის მოადგილე ფოლკლორის ცენტრსა და ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლას ეწვია. იგი ასევე გაეცნო ჭადრაკის, ჭიდაობის, ფეხბურთის, რაგბის, კრივის, კალათბურთისა და ხელბურთის კომლექსურ და საბრძოლო ხელოვნების სკოლებში არსებულ ვითარებას, მუშაობის პირობებს და მათ ხელმძღვანელებს პრობლემების მოგვარების გზებზე და სამომავლო ამოცანებზე გაესაუბრა

კომენტარები

Close
Close