ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი განიხილეს

ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი განიხილეს

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „გამაკონსალტინგის“ მიერ ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა შედგა. განხილული იქნა პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული მდ. რიონზე ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი რისკ-ფაქტორები და მათი თავიდან აცილების ან ზემოქმედების შემცირების ღონისძიებები. პროექტი წარმოადგინა შპს „გამაკონსალტინგის“ გარემოს დაცვის სპეციალისტმა ჯუღული ახვლედიანმა,რომლის განცხადებით პროექტის დაწყებამდე ჩატარებულია გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ატმოსფერული და ხმაურის ფონური მდგომარეობის შესწავლა და სხვა სახის კვლევები. ანგარიშის განხილვას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერიის, საკრებულოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მეორე ეტაპის ანგარიშის განხილვა მარტში არის დაგეგმილი. სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი და ფოთი-გრიგოლეთის მონაკვეთების მშნებლობას, ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.

კომენტარები

Close
Close