სამკერვალო ფაბრიკა ოფიციალური გახსნისთვის ემზადება

სამკერვალო ფაბრიკა ოფიციალური გახსნისთვის ემზადება

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია შპს „აჭარა ტექსტილის“- სამკერვალო ფაბრიკის დირექტორს ჯენგიზ ოსქენდირსა და ქარხნის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი ქარხნის ტექნიკური საკითხების მოგვარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეეხო. სამკერვალო ფაბრიკის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალი თებერვლის თვეში იგეგმება, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

Close
Close