გოჩა კურდღელიამ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

გოჩა კურდღელიამ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილესთან ირაკლი თოფურიასთან ერთად ფოთში სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო . პროექტის ღირებულება 1 863 000 ლარს შეადგენს. მოხდება ტრიბუნების მშენებლობა, სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა, ოთახები კომენტატორებისათვის, ავტოსადგომი. მოასფალტდება სტადიონის მისადგომები. ფოთის სტადიონი 6000 მაყურებელზეა გათვლილი და იგი ექსპლუატაციაში 2018 წლის მარტში შევა. მშენებლობას კომპანია „ელიტა ბურჯი“ აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი.

კომენტარები

Close
Close