ფოთში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა

ფოთში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა

შობის ბრწყინვალე დღესასწაული ქალაქში, ტრადიციულად, ალილოთი, აღინიშნა. საზეიმო მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა.

მასში ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი მონაწილეობდა. მეალილოეებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ვიცე-მერი მამუკა პაპასკირი, მერის მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეურთდნენ. ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილებს შობის დღესასწაული მიულოცა ანსამბლმა „ფაზისმა“.

საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას სახელოვნებო ცენტრთან არსებული ანსამბლებიც შეუერთდნენ. აღდგმომის სახელობის საკათედრო ტაძარში, დღესასწაულთან დაკავშირებით, მაცხოვრის პარაკლისი იქნა გადახდილი.

კომენტარები

Close
Close