ვანდალიზმის ფაქტი ფოთის ცენტრალურ პარკში

ვანდალიზმის ფაქტი ფოთის ცენტრალურ პარკში

შობისწინა ღამეს ფოთის კულტურისა და დასვენების პარკში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. დილით მოქალაქეებს დამტვრეული სანათები, ურნები და სკამები დახვდათ. სამწუხაროდ, ნამოქმედარს, შეგნებულად ზიანის მიყენების ელფერი აქვს.

გულსატკენია, რომ ქალაქში, დღესაც არიან არაკეთილმოსურნე ადამიანები,ვისაც ყოფნის "ძალა და გამბედაობა", ავნოს საზოგადოებას, დააზიანოს ის, რაც ქალაქის და ხალხის კუთვნილებაა. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

Close
Close