წინასაახალწლო სტუმრობა უპოვართა სასადილოში

წინასაახალწლო სტუმრობა უპოვართა სასადილოში

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სადღესასწაულო აქცია და კონცერტი ჩატარდა უპოვართა სასადილოში. ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ, მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საჩუქრები გადასცეს სასადილოს ბენეფიციარებს. ფოთის სოციალური და სამედიცინო ცენტრის ორგანიზებითა და კერძო კომპანიების მხარდაჭერით, 240 ადამიანს სადღესასწაულოდ საკვები პროდუქტები დაურიგდათ. მათ შორის 37-ს, საჩუქრები ბინაზე მიუტანეს. ქალაქის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ნორჩმა შემსრულებლებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სადღესასწაულო ტორტიც გაიჭრა. წელს საახალწლო ღონისძიებები ფოთში 15 დეკემბრიდან დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. წინასაშობაო- საახალწლო კულტურულ პროგრამაზე, მთლიანობაში 13 500 ლარი დაიხარჯა. ღონისძიებები ქალაქის მოსახლეობის,ძირითადად სოციალურად დაუცველი ფენის საახალწლო განწყობის ამაღლებაზე იყო მიმართული. ► 20 დეკემბერი საახალწლო მეჯლისი - ცენტრალური ბიბლიოთეკა; ► 26 დეკემბერი - ქალაქ ფოთის მერის გოჩა კურდღელიას წინასაშობაო მიღება; ► 26 დეკემბერი - საშობაო -საახალწლო კონცერტი - [აკაკი ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასაწავლებელი]; ► 27 დეკემბერი - წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება; ► 3 იანვარი - 10-დან 21 საათამდე - მუსიკალური სტუდია „ანა-ბანა“და სამეჯლისო- სპორტული ცეკვების სტუდია“მზის გულის“ საანგარიშო კონცერტი; ► 3 იანვარი - სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-[ფოთის თეატრი]; ► 4 იანვარი, 12:00 -16 :00 საათი(ორი სეანსი) - საახალწლო კონცერტი, სადაც მოწვეული იქნებიან: მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა ცენტრის ბავშვები, მრავალშვილიან ოჯახთა მოზარდები, მარტოხელა დედის შვილები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, შეჭირვებული ოჯახის შვილები და შშმ ბავშვთა "დღის ცენტრის" აღსაზრდელები. ღონისძიების ფარგლებში ბავშვები დასაჩუქრდებიან საახალწლო ნუგბარით; ► 5 იანვარი-13 -დან 18 საათამდე-მუსიკალური სტუდია „ენკი-ბენკის“ საანგარიშო კონცერტი ; ► 7 იანვარი, 11 საათი - საშობაო ალილო.

კომენტარები

Close
Close