წლის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოება

წლის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოება

ფოთის საჭადრაკო კლუბმა „ნანამ“ საქართველოს, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების შედეგების მიხედვით, წლის საუკეთესო მოჭადრაკეები გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონიალი კლუბის 30 წლის იუბილეს დაემთხვა. ღონისძიებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. წლის საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა 2017 წლის საქართველოს ჩემპიონი 12 წლის გოგონათა შორის, ევროპის ჩემპიონატის მე-5 საპრიზო ადგილის მფლობელი,საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი - დიანა ლომაია. მას ნანა ალექსანდრიას მიერ დაწესებული პრიზიც გადაეცა. ჭადრაკისა და შაშის ტურნირების ორგანიზებისათვის ჯილდო გადაეცა ფოთის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორს მზია ბახტაძეს. წლის საუკეთესო მწვრთნელად დავით კოდუა დასახელდა,რომელსაც 2017 წელს ფიდეს მწვრთნელის წოდება მიენიჭა. საზეიმო ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები კლუბ „ნანას“ ნორჩმა მოჭადრაკეებმა შეასრულეს.

კომენტარები

Close
Close