ფოთის წლის საუკეთესო სპორტსმენები დაჯილდოვდნენ

ფოთის წლის საუკეთესო სპორტსმენები დაჯილდოვდნენ

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა,რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები , სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, დამსახურებული სპორტის მასწავლებლები, ვეტერანი სპორტსმენები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2017 წლის განმავლობაში სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებისათვის 10 საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი დაჯილდოვდა,რომელთაც სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ,,მოყვარულთა თასი 2017’’-ის გათამაშებაში სამოყვარულო ფეხბურთში- საქალაქო, რეგიონალურ, ზონალურ და დასკვნით ფინალურ მატჩში მიღწეული გამარჯვებებისათვის დაჯილდოვდა სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი ,,ჭაბონამა’’. ქალაქ ფოთის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ნიკო კუცია, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - ზურაბ ტუღუში დასახელდა. ქალაქის ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის,ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ვეტერანი , იუბილარი სპორტსმენები და დამსახურებული პედაგოგები.

კომენტარები

Close
Close